19 ივნისი 2026,   01:08
ვრცლად
ოსკარის ნომინანტები ცნობილია - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოდაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა 15 მარტს გაირკვევა

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინო დაჯილდოების ისტორიაში პირველად, 16 ნომინაციაზე რაიან ქოგლერის "ცოდვილნია" წარდგენილი. ფილმმა ამ შედეგით აქამდე არსებული რეკორდი მოხსნა. 1950 წელს ნომინაციების რეკორდსმენი "ყველაფერი ევას შესახებ" გახდა, 1997 "ტიტანიკი", 2016 კი, წელს "ლალა ლენდი".

"ცოდვილნში" მთავარ როლებს მაიკლ ჯორდანი და ჰეილი სტაინფელდი ასრულებენ. ფილმი საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება - ტყუპი ძმები, თავიანთი მძიმე წარსულის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად მშობლიურ ქალაქში ბრუნდებიან . მოულოდნელად კი აღმოაჩენენ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი ბოროტება ელოდებათ და საშინელი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან.

"ცოდვილნს" 13 ნომინაციით კონკურენციას პოლ თომას ანდერსონის ფილმი უწევს. "ბრძოლა ბრძოლის შემდეგ" - წელს ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, პოლ ტომას ანდერსონი კი ამერიკის უცხოური პრესის ასოციაციამ წლის საუკეთესო რეჟისორად დაასახელა.

ფილმი რევოლუციონერ ბობზე მოგვითხრობს, რომელიც მტრებისგან ქალიშვილის დაცვას ცდილობს. მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, შონ პენი და ტიანა ტეილორი ასრულებენ. კინო აკადემიამ ლეონარდო დიკაპრიო წელს, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზეც წარადგინა.

წლის საუკეთესო ათეულში "ჰამნეტი" მოხვდა. - უილიამ შექსპირის პირად ტრაგედიაზე გადაღებული ფილმი, რომელიც წლის მთავარ კინო მოვლენად ჯერ კიდევ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე აღიარეს რვა ნომინაცია მოიპოვა.

კინო სურათში გადმოცემული ამბავი 11 წლის ჰამნეტ შექსპირის გარდაცვალებას ეხება.

წარმოშობით ჩინელი რეჟისორის ქლოი ჟაოს ნამუშევარში მთავარ როლებს პოლ მესკალი და ჯესი ბაკლი თამაშობენ.

ჟაო ასევე დასახელებულია საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, მის ანგარიშზე კი ერთი ოსკარი უკვე არის, 2021 წელს ის პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა კინოდაჯილდოების ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო აიღო.

ცხრა ნომინაცია აიღო "მარტი დიდებულმა" - სადაც ტიმოთი შალამე ლეგენდარულ მაგიდის ჩოგბურთელს, მარტი რაისმანს განასახიერებს. ამ როლით ის საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში იბრძოლებს.

წელს, 30 წლის მსახიობს ფილმმა პირველი ოქროს გლობუსიც მოუტანა.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია ნორვეგიელი რეჟისორის იოაკიმ ტრეიერის დრამა - "სენტიმენტალური ღირებულებები", რომელმაც ასევე 9 ნომინაცია მოიპოვა.

იორგოს ლანთიმოსის - ფანტასტიკით, კრიმინალითა და ჰორორის ელემენტებით გაჯერებული "ბუგონია" იბრძლებს წლის საუკეთესო ფილმისთვის.

ათეულში მოხვდა "ფრანკენშტეინი ". ყველა დროის ერთ - ერთი სახელგანთქმული ურჩხული კინოეკრანებზე გოთიკური ამბების საუკეთესო მთხრობელმა გილერმო დელ ტორომ გააცოცხლა. მერი შელის რომანის მორიგ კინოადაპტაციაში მთავარ როლებს ოსკარ აიზეკი, მია გოთი და ჯეიკობ ელორდი ასახიერებენ.

"საიდუმლო აგენტში" განსახიერებული როლით ვაგნერ მოურა პირველი ბრაზილიელი მსახიობი გახდა რომელიც საუკეთესო მსახიობის კატეგორიაშია წარდგენილი.

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 98-ე ცერემონიის ნომინანტები 24 კატეგორიაში, სულ რამდენიმე საათის წინ, მსახიობებმა დენიელ ბუქსმა და ლუის პულმანმა გამოაცხადეს. გამოავლინა.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოდაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა 15 მარტს გაირკვევა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები