სუპერმარკეტების ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა - რასთან დაკავშირებით და რა ფორმით ხდება დოკუმენტების ამოღება, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.
როგორც სუს-ში აღნიშნეს, სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში უწყება არ ინტერესდება, რადგან ეს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს არ წარმოადგენს.