10 აგვისტო 2026,   08:35
ვრცლად
მილანის მოდის კვირეული - მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ვარსკვლავები და ქალაქი, რომელიც მაღალი მოდის მოყვარულებს ყოველწლიურად აერთიანებს

მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ვარსკვლავები და ქალაქი, რომელიც მაღალი მოდის მოყვარულებს ყოველწლიურად აერთიანებს... მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, პოდიუმის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ქუჩის სტილს ექცევა... მით უფრო მაშინ, თუ ქუჩაში შემთხვევით, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამოჩნდა.

კვირეულმა ამჯერადაც აჩვენა, რომ მოდის ინდუსტრია გლობალური კულტურული სივრცეა, სადაც ერთმანეთს ისტორია და თანამედროვე ექსპერიმენტების ერთობლიობა ხვდება.

მილანის 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის მოდის კვირეული შოუმსახიობმა ჰადსონ უილიამსმა გახსნა. არტისტის გამოჩენამ დაამტკიცა, რომ მილანი ვარსკვლავებისა და მაღალი მოდის დაუვიწყარი კოლაბორაციის სცენაა. ამ სეზონზე კოლექცია შთაგონებული თხილამურებით სრიალითა და ოლიმპიური ესთეტიკით იყო.️

რალფ ლორენის ლეგენდარული დაბრუნება მილანში 20-წლიანი პაუზის შემდეგ და ბრენდის ტრიუმფი - კოლექციაში ბუნებრივი ტონები და მდიდრული ქსოვილები იყო წარმოდგენილი. ბრენდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის გლამურული და კლასიკური სტილის მატარებელია, სადაც წარსული და თანამედროვეობა სრულყოფილად ხვდება ერთმანეთს.

კვირეულის განმავლობაში, მთავარი ყურადღება Armani-ს ჩვენებამ მიიპყრო. მოდის სახლის მამაკაცის ხაზმა, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შემდეგ, პირველი კოლექცია წარადგინა. ექსპერტები ამბობენ, რომ ბრენდის ისტორიაში ახალი ეპოქა ტრადიციული სტილის გაგრძელებით და ახალი ენერგიით დაიწყო.

შოუ მილანის მოდის კვირეულის მთავარ სივრცეში - გრანდ პალასაზე გაიმართა. ტრენდული და დახვეწილი დეკორაციებით გამორჩეული სივრცე არმანის სტილს სრულად შეესაბამებოდა - მინიმალიზმი ფერებში, მაგრამ ბაროკოს სტილი დეტალებში. "არმენის" ჩვენებას ჰოლივუდის მსახიობები - რიკი მარტინი და ჰადსონ უილიამსი ესწრებოდნენ.

განსხვავებულ, შემოქმედებით სივრცეში გაიმართა Zegna-ს ჩვენება. შოუს განმავლობაში, მოდელები გარდერობებს შორის მოძრაობდნენ, ქმნიდნენ ნოსტალგიურ და ელეგანტურ განწყობას.

კოლექცია პირად და მემკვიდრეობით მიღებულ ტანსაცმელს წარმოადგენდა და წარსულის ისტორიას აცოცხლებდა. ალესანდრო სარტორიმ განაცხადა, რომ მომავალში ტანსაცმელი მოგონებების მატარებელი და მრავალი თაობის მიერ გამოყენებული ნივთი გახდება. მთავარი მესიჯი - სამოსი რომელიც დროს უძლებს და თაობებს გადაეცემა.

შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა "პრადამ". სამოსი მიუჩია პრადასა და რაფ სიმონსის კოლაბორაციით შეიქმნა და ტრადიციული, ინტელექტუალური ელეგანტურობით გამოირჩეოდა.

მილანის მოდის კვირეული სტილის, აზროვნებისა და იდენტობის პლატფორმაა. კვირეულზე გაძლიერდა ტენდენცია, რომ მოდის ინდუსტრია აღარ ელის მხოლოდ ცნობილ დიზაინერებს, — ის ითხოვს საინტერესო ისტორიებს, ახალ სახეებსა და ხმაურიან პერსონაჟებს.

დღის ამბები