ექსპორტი 7 მილიარდ 291 მილიონი ამერიკული დოლარი, იმპორტი - 18 მილიარდ 529 მილიონ დოლარზე მეტი. საერთო ჯამში, 2025 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 820 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.
2025 წელს, საქართველოს მთლიან ექსპორტში, 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი წილი 78.3 %-ია. სამი ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქცია გავიდა, ასე გადანაწილდა: ყირგიზეთი - 1 მილიარდ 498 მილიონი დოლარი. ყაზახეთი - 910 მილიონი. რუსეთი - 749 მილიონი დოლარი. ექსპორტის მიმართულებით რეკორდული შედეგები ჰქონდა გასულ წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", რომელიც ქართველ მეწარმეებს ექსპორტის სტიმულირების სხვადასხვა ინსტრუმენტს სთავაზობს. სააგენტოს ხელშეწყობით, 25-მდე ქართულმა კომპანიამ 70-მდე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
2025-ში, ყველაზე დიდი რაოდენობით საქონელი საქართველოში, თურქეთიდან - 2 მილიარდ 775 მილიონი დოლარი. შეერთებული შტატებიდან - 2 მილიარდ 723 მილიონი და ჩინეთიდან - 1 მილიარდ 985 მილიონი დოლარი, შემოვიდა. 10 უმსხვილესი პარტნიორის წილმა ქვეყნის მთლიან იმპორტში კი - 70.5 % შეადგინა.
სასაქონლო ჯგუფებიდან, რომლებიც 2025 წელს ექსპორტზე გავიდა, პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავეს - 2 მილიარდ 814 მილიონი დოლარით. მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონებია - 378 მილიონი დოლარით. შემდეგ კი სპირტიანი სასმელები - 282 მილიონი დოლარის ოდენობით. მსუბუქი ავტომობილებია პირველ ადგილზე, 3 მილიონ 870 მილიონი დოლარის ოდენობით, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებშიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ავტომობილებს ნავთობპროდუქტები და სამკურნალო საშუალებები მოსდევს.