ესპანეთში მომხდარ ტრაგიკულ სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, განცხადებას ავრცელებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დროს საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანელ ხალხს", - წერს მაკა ბოჭორიშვილი.