08 აგვისტო 2026,   09:44
ვრცლად
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი.

ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე და გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ორმოცაძე მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს.

"უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია.

გვრჩება კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა, ასევე, ძლიერი თოვისა და ლიპ-ყინულის გამო, გვრჩება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე მაღალ მთიან რეგიონში შეზღუდვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოსახლეობას აფრთხილებს, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის საბურავებით", - განაცხადა გიორგი ორმოცაძემ.

 

დღის ამბები