10 აგვისტო 2026,   00:08
ვრცლად
BBC-ის პასუხის გასაცემად რვა დღე რჩება - ბრიტანულმა მაუწყებელმა "ქართული ოცნების" საჩივარი განხილვაში უკვე მიიღო

სამართლებრივი დავა ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ! BBC-ის პასუხის გასაცემად რვა დღე რჩება. სწორედ ამ ვადაში უნდა დააფიქსიროს ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოზიცია საქართველოს ხელისუფლების საჩივარზე, რომელიც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და ცილისწამებას ეხება. BBC-იმ საჩივარი განხილვაში უკვე მიიღო.

ქართული მხარის მოთხოვნა უცვლელია: BBC-იმ უნდა აღიაროს შეცდომა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და ამოიღოს ყველა მასალა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, სამართლებრივი ბრძოლა ჯერ ბრიტანეთის მარეგულირებელ ორგანოში, შემდეგ კი საერთაშორისო სასამართლოში გააგრძელოს.

დავა უკავშირდება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, სადაც მაუწყებელი ამტკიცებდა, რომ თბილისში, საპროტესტო აქციების დაშლის დროს, გამოყენებული იყო ბრომბენზილ ციანიდი - ე.წ. კამიტი. სწორედ ამ მტკიცების უსაფუძვლობას ედავება ქართული მხარე ბრიტანულ მედიას და აცხადებს, რომ ასეთი ბრალდება არა მხოლოდ უარგუმენტო და ცილისმწამებლური სიცრუეა, არამედ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასაც აზიანებს.

დღის ამბები