03 აგვისტო 2026,   07:31
ვრცლად
წინასწარი პატიმრობა ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს - საქალაქო სასამართლოში პროცესი გვიან ღამით დასრულდა

წინასწარი პატიმრობა ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს - საქალაქო სასამართლოში პროცესი გვიან ღამით დასრულდა. სხდომა დახურული იყო, რადგან საბრალდებო სკამზე მსხდომებს შორის 10 არასრულწლოვანია. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, რომელთა შორის 10-ზე მეტი დაზარალებული არასრულწლოვანია. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

ერთ-ერთი დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და, სამწუხაროდ, არ დააკმაყოფილა ჩვენი პოზიცია გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით. რაც კიდევ აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ რადგან არასრულწლოვანების საკითხი იხილებოდა, ყველა მათგანის მიმართ უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური განხილვა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა", - აცხადებს ადვოკატი ადვოკატი დავით ძნელაძე.

დღის ამბები