ინტენსიური თოვის პარალელურად, იწმინდება თბილისის გზები. იყრება ტექნიკური მარილი. დედაქალაქის მერიის თბილისგარე ჯგუფი, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ.
სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი. პროცესი ისევ გრძელდება, მძღოლები კი გზებზე პრობლემების გარეშე გადაადგილდებიან.