შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ტრამპს პასუხობს:
"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შანტაჟის ქვეშ დაგვაყენონ
დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ დანია და გრენლანდია წყვეტენ. მე ყოველთვის დავიცავ ჩემს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირე მეზობლებს. ეს ევროკავშირის საკითხია, რომელიც გაცილებით მეტ ქვეყანას ეხება, ვიდრე ახლა გამოყოფილ ქვეყნებს. შვედეთი ამჟამად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ნორვეგიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინირებული რეაგირებისთვის,"- აცხადებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.