მორიგი საიდუმლო შეხვედრა ოპოზიციის აქტივისტებთან - გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩი პიტერ ფიშერი ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს შეხვდა. მათ შორის გირჩის წევრ ლუკა მიშველაძეს. როგორც ცნობილი ხდება, ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციები უშედეგოა და აუცილებელია ირანის მსგავსი სცენარი საქართველოშიც განხორციელდეს. მან ასევე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებაზეც ისაუბრა, რაზეც ოპოზიციაში კონტაქტი ლუკა მიშველაძესთან ექნება.
საიდუმლო შეხვედრასთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებები უკვე გაკეთდა. მმართველ გუნდში პეტერ ფიშერისგან არაფერი აღარ უკვირთ.
"ბატონი ფიშერისგან გასაკვირი არაფერი არ არის, რომელიც შეგახსენებთ რომ მამუკა ხაზარაძის მდგმური გახლავთ, ადამიანი, რომელიც გაწვეული იყო კონსულტაციებზე, ჩამოვიდა, ორი დღეც ვერ მოითმინა, მივიდა აქციაზე, პოზირებდა ფოტოებს იღებდა ერთ-ერთ რადიკალ აქტივისტთან, რომელიც დაკავებულია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვა-გინებით. მანამდე ფოტოებს იღებდა ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, რომლებიც მაგალითად მარიამ ლაშხს მიუვარდნენ და არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად რაღაც საშინელი პერფორმანსი დაუდგეს. ადამიანი, რომელიც გამიზნულად პოზირებს ბანერთან, რომელსაც აწერია "მონა", რომელიც დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რათა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეებზე. ხოლო, ახლა არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც, რა თქმა უნდა, არავის უნდა გაუკვირდეს. რადიკალების ჯგუფში ერთ-ერთი არის ბატონი მიშველაძე, რომელიც გამორჩეული რადიკალია ჯაფარიძის გირჩის პარტიის წევრია. ეს იყო საიდუმლო, დახურული სახის შეხვედრა და არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბატონი ფიშერი მოუწოდებს ამ რადიკალებს, რომ ეს აქციები უკვე თავის ძალას კარგავს და იმისათვის, რომ მუხტი მოემატოს, მათ უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.