პოლიტიკურ საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სტივენ მილერის განცხადებით, დანიელებს სურთ, რომ ამერიკელებმა ასობით მილიარდი დოლარი დახარჯონ გრენლანდიის დასაცავად, რომელიც ალასკაზე 25%-ით დიდია, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მილერი უსამართლო გარიგებაზე საუბრობს მაშინ, როცა გრენლანდია 100 პროცენტით დანიას ეკუთვნის, ამერიკელი ხალხი კი, თაობების განმავლობაში, ევროპის თავდაცვის სისტემის სასარგებლოდ იხდის გადასახადს.
"დანია პატარა ქვეყანაა პატარა ეკონომიკითა და მცირე არმიით. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი.
ტერიტორიული კონტროლის შესახებ 500 წლის განმავლობაში არსებული ყველა კანონის თანახმად, ტერიტორიის გასაკონტროლებლად, თქვენ უნდა შეძლოთ ტერიტორიის დაცვა. მათ სურთ, რომ ჩვენ ასობით მილიარდი დოლარი დავხარჯოთ მათი ტერიტორიის დასაცავად, რომელიც ალასკაზე 25%-ით დიდია და ამერიკელებისთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამერიკელები ამბობენ: „რატომ ვაკეთებთ ამას, თუ ის 100%-ით დანიას ეკუთვნის?“. ეს ცუდი, უსამართლო გარიგებაა. ეს უსამართლოა და რაც ყველაზე მთავარია ამერიკელი გადასახადების გადამხდელებთან მიმართებით, რომლებიც თაობების განმავლობაში ევროპის თავდაცვის სისტემას აფინანსებენ. ამერიკული დოლარი, სიმდიდრე, სისხლი, საზრიანობა ევროპას და მსოფლიოს უსაფრთხოს ქმნის,"- აცხადებს სტივენ მილერი.