12 აგვისტო 2026,   20:13
ვრცლად
საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებულ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, 130-ე საჯარო სკოლაში 3 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორი ფენა იგება.

პროექტის ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს. სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო.

გასული წლის ბოლოს გამგეობამ 130-ე საჯარო სკოლაში სანიაღვრე სისტემა მოაწყო, დერეფნებში ფილები დაიგო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გათბობის სისტემასაც. მიმდინარე წლის განმავლობაში კი, სპორტული მოედნის, ელექტროქსელების, ასევე შიდა სივრცის განახლება იგეგმება. ასფალტის საფარის მოწესრიგება უახლოეს პერიოდში 140-ე, 155-ე და 22-ე სკოლებშიც იგეგმება.

დღის ამბები