03 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
სამეგრელოს პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 იანვარს, ი.გ.-ს სოციალურ ქსელში ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ხ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები