სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთიში საქართველოს ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა.
მატჩი ქართველებმა დამაჯერებლად მოიგეს და 22:11 გაიმარჯვეს. ხვალ ქართველი წყალბურთელები უკვე იტალიელებს დაუპირისპირდებიან.