18 ივნისი 2026,   22:40
ვრცლად
NYT: უკრაინელები მზად არიან დათმონ ტერიტორიები ომისა და დაბომბვების დასრულების სანაცვლოდ 

ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმების ფონზე, ბევრი უკრაინელი მზადაა დათმოს დონბასი ომისა და დაბომბვების დასრულების სანაცვლოდ. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. 

ომით გამოწვეული საზოგადოების დაღლილობა სწრაფად იზრდება.

"ბევრი დაიღალა. სირთულეები აიძულებს ზოგიერთ უკრაინელს, ამტკიცოს, რომ ომი უნდა შეწყდეს, თუნდაც დიდი მსხვერპლის ფასად - მაგალითად, ტერიტორიული დათმობების ფასად“, - ამბობს კიევის იურისტი ვ. დოროდკო, რომელიც „გერანიუმის“ დარტყმას შეესწრო.

სამხედროების დედები სულ უფრო ხშირად პირდაპირ ამბობენ: "მოდით, მივცეთ მათ დონბასი, რომ ხალხი არ დაიღუპოს და ჩვენ არ დაგვბომბონ“.

დღის ამბები