18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
დანიის შეიარაღებული ძალების გადაწყვეტილებით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგება გაფართოვდება

გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგება გაფართოვდება - გადაწყვეტილება დანიის შეიარაღებულ ძალებში გუშინ მიიღეს. მიზეზად მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა სახელდება, რაც ოფიციალური კოპენჰაგენის განმარტებით, არქტიკის რეგიონზეც აისახა.

გადაწყვეტილება მოიცავს საჰაერო ხომალდების, გემებისა და ცოცხალი ძალის რაოდენობის გაზრდას, მათ შორის ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებიდანაც. დოკუმენტის მიხედვით ამ ოპერაციაში წვლილს შეიტანენ გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია .

ამ ყველაფრის ფონზე, კვლავ გრენლანდიის შემოერთებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ კუნძული ვაშინგტონის დაქვემდებარების ქვეშ უნდა გადავიდეს და ამ ყველაფერს დანია წინ ვერ აღუდგება.

დღის ამბები