ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათი სამომავლო განმტკიცების მნიშვნელობა და ახალი შესაძლებლობები.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვის, სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.