ვერიანის ინსტიტუტის მიერ გაზეთ Le Monde-ისა და ჟურნალ L"Hémicycle-ისთვის ჩატარებული და კვირას, 11 იანვარს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, ფრანგების დაახლოებით 42% მარინ ლე პენის “ეროვნული ასამბლეის” იდეებს იზიარებს.
გამოქვეყნებული კვლების თანახმად, ფრანგების სულ უფრო მეტი რაოდენობა ემხრობა “ეროვნული ასამბლეის” პარტიის მიერ წამოყენებულ იდეებს.
ფრანგების დაახლოებით 42% ეთანხმება ულტრამემარჯვენე პარტიის იდეებს, რაც გასულ წელთან შედარებით სამი პროცენტული პუნქტით და 2022 წელთან შედარებით 13 პუნქტით მეტია. ამასთან, მათ იდეებს 44% არ ეთანხმება, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, ექვსი პუნქტით ნაკლებია.