18 ივნისი 2026,   22:39
ვრცლად
პარიზში საპროტესტო მსვლელობის გასამართად ფერმერების 350 ტრაქტორი შევიდა

ევროკავშირსა და "მერკოსურს" შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის გასაპროტესტებლად, პარიზში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ. საფრანგეთის დედაქალაქში ფერმერების 350 ტრაქტორი შევიდა.

ფერმერები პარიზში საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რის გამოც დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია.

ტრაქტორები მსვლელობით ეროვნული ასამბლეის შენობასთან მივიდნენ. ფერმერები იმედოვნებენ, რომ პარლამენტის წევრებთან შეხვედრას შეძლებენ.

დღის ამბები