18 ივნისი 2026,   22:30
ვრცლად
"ჩვენ ყოველთვის დავიცავთ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებს, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სასაზღვრო პატრულს და ძალოვან სტრუქტურებს" - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ მინეაპოლისში საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა მანქანაში მყოფი 37 წლის ქალი მოკლა. ამერიკის ხელისუფლებამ მოკლული შიდა ტერორიზმში დაადანაშაულა. თეთრი სახლის მტკიცებით, მან ხელი შეუშალა ოფიცერს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

"ერთი ქალი გამუდმებით ყვიროდა - "სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი". ის სავარაუდოდ, დაქირავებული პროვოკატორი იყო. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. პროფესიონალი პროვოკატორი არეულობის შექმნას ცდილობდა. მედიამ მისი ხმა ნაწილობრივ ჩაახშო. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებს, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სასაზღვრო პატრულს და ძალოვან სტრუქტურებს." - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

დღის ამბები