18 ივნისი 2026,   22:30
ვრცლად
"ვთანამშრომლობთ გარდამავალ ხელისუფლებასთან, რათა ვენესუელის სიმდიდრის რეალიზება მსოფლიო ბაზარზე იმგვარად მოხდეს, რომ ამით ისარგებლოს როგორც ამერიკელმა, ისე ვენესუელელმა ხალხმა" - მარკო რუბიო

დონალდ ტრამპის გეგმის მიხედვით, ნავთობ მწარმოებელი გიგანტები ვენესუელაში, სულ მცირე ასი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ვენესუელის ნავთობის მოპოვების სფეროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების უფლება კი ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ექნება.

საკითხზე სასაუბროდ ტრამპი თეთრ სახლში უკვე შეხვდა მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის კომპანიების წარმომადგენლებს.

"პრეზიდენტი ტრამპის ყოველი ნაბიჯი ამერიკელი ხალხის კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგებოდა ის ფაქტი, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდა სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ ენერგორესურსების გიგანტურ მარაგებს ფლობდა, არამედ იმართებოდა აღიარებული ნარკომოვაჭრის მიერ. ამ რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა უკანონო მიგრანტებით და კრიმინალური დაჯგუფებებით აავსო. ღიად თანამშრომლობდა ნარკოკარტელებთან და ანიავებდა ქვეყნის დოვლათს. აფინანსებდა რეპრესიულ აპარატს და ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ირანს. დღეს ეს რეალობა იცვლება. ვთანამშრომლობთ გარდამავალ ხელისუფლებასთან, რათა ვენესუელის სიმდიდრის რეალიზება მსოფლიო ბაზარზე იმგვარად მოხდეს, რომ ამით ისარგებლოს როგორც ამერიკელმა, ისე ვენესუელელმა ხალხმა," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

 

დღის ამბები