11 აგვისტო 2026,   15:28
ვრცლად
თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი მესამე სართულზე მდებარე ქსოვილების მაღაზიაში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე, ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია. 

 

დღის ამბები