NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ირაკლი ბერაია, NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა.
საქართველოს წარმომადგენელმა ალიანსის გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს თანამშრომლობა.
საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს როლის მნიშვნელობას და გენერალურ მდივანს ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
მარკ რუტემ ირაკლი ბერაიას წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.