18 ივნისი 2026,   22:39
ვრცლად
რუსეთის საგარეო უწყება: უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროებს რუსეთი კანონიერ სამხედრო სამიზნეებად განიხილავს

"მსურველთა კოალიციის" მიერ მიღებული დეკლარაცია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკიდურესად შორს დგას მშვიდობიანი დარეგულირებისგან და უკრაინაში განთავსებულ დასავლეთის ქვეყნების სამხედროებს რუსეთი "კანონიერ სამხედრო სამიზნეებად" განიხილავს, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

მარია ზახაროვას თქმით, 6 იანვარს, პარიზში, "მსურველთა კოალიციის" მონაწილეების მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელმოწერილი დეკლარაცია "უკიდურესად შორს არის მშვიდობიანი დარეგულირებისგან".

"ის მიმართულია არა მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ, არამედ მილიტარიზაციის გაგრძელებისკენ, ესკალაციისა და კონფლიქტის გაფართოებისკენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

 

დღის ამბები