10 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
"უკრაინასთან დამოკიდებულებაში არის ის, რომ კომპენსაცია უნდა მისცე ამ ომით და გაჩანაგების ფონზე, მოლდოვა მიყოლებულია იმიტომ, რომ მისი ჩატოვება აღარ შედის არავის ინტერესში" - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ევროინტეგრაცია, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის რეალურ პროგრესს - ასე აფასებენ თბილისში უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებებს.

კვიპროსში, ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი, სანდუსა და ზელენსკის შეხვდნენ. კონფერენციაზე კი თქვეს, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დიდ პროგრესს აღწევს.

"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

"უკრაინასთან დამოკიდებულებაში არის ის, რომ რაღაცნაირად კომპენსაცია უნდა მისცე ამ ომით და გაჩანაგების ფონზე, რაც უკრაინაში ხდება და მოლდოვა მიყოლებული არის იმიტომ, რომ მისი ჩატოვება უკვე აღარ შედის არავის ინტერესში. აქ არანაირ იმ კრიტერიუმებზე საუბარი არ არის, რა კრიტერიუმებითაც ევროკავშირთან დაახლოება ფასდებოდა რამდენიმე წლის წინ. აქ არის ჩვეულებრივი დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და ამ პოლიტიკური მოცემულობისთვის ხდება ამ პროცესის გამოყენება. ეს უნდა იყოს ობიექტურ პირობებზე დამყარებული პროცესი. რა თქმა უნდა, საქართველო არის რეალური ლიდერი", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები