10 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
"გერმანია თუ პატივს სცემს სასამართლოს საფუძველზე წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, გიორგი გახარია უნდა დააბრუნოს საქართველოში" - შალვა პაპუაშვილი

"მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, მიმალულია გერმანიაში. გერმანია თუ პატივს სცემს სასამართლოს საფუძველზე წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, გიორგი გახარია უნდა დააბრუნოს საქართველოში" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება ჩატარდა, რის საფუძველზეც პროკურატურამ ბრალი წაუყენა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ახლა კი, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გიორგი გახარიას ბრალეულობასთან დაკავშირებით.

"შარშან, გამოძიება ჩატარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. იყო დეტალური გამოძიება, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებულები ხელახლა იყვნენ გამოკითხულნი.

საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, ვინ სად იყო განთავსებული, რა ხდებოდა. ამის საფუძველზე, პროკურატურამ ბრალი წაუყენა გიორგი გახარიას. ახლა უკვე სასამართლოს ჯერია, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს და დაადგინოს აქვს თუ არა ბრალი.

მთავარი საკითხი ის არის, რომ მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, მიმალულია გერმანიაში. გერმანია თუ პატივს სცემს სასამართლოს საფუძველზე წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, გიორგი გახარია უნდა დააბრუნოს საქართველოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები