4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი იმართება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით და ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
პროცესს ისევ არ ესწრება პაატა ბურჭულაძე. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ მუხლებით, რომელიც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.