18 ივნისი 2026,   22:28
ვრცლად
კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანში ამერიკელმა სამხედროებმა ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერი დააკავეს - ხომალდები ირანული, ვენესუელური და რუსული საწვავის გადაზიდვის გამო შტატების  სასანქციო სიაში იყო

კარიბის ზღვაში და ატლანტის ოკეანის სამხრეთით ამერიკელმა სამხედროებმა ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერი დააკავეს. ორივე ხომალდი ირანული, ვენესუელური და რუსული საწვავის გადაზიდვის გამო ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის სასანქციო სიაში იყო შეტანილი.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ტანკერის ""ბელლა 1"-ის ეკიპაჟს ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. განცხადება ქეროლაინ ლევიტმა გააკეთა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი გააგრძელებს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავებას და მას ამის გამო რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია.

დღის ამბები