18 ივნისი 2026,   22:42
ვრცლად
აშშ გრენლანდიის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავს - თემაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ისაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავენ – თემაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ისაუბრა.

ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, გრენლანდიის შეძენის საკითხი 1880-იანი წლებიდან შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტი იყო.

მისივე განცხადებით, გრენლანდია ამერიკას არქტიკულ რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად სჭირდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დანიისა და გრენლანდიის ლიდერებს შეხვდება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ გრენლანდიის დაკავებას, რუბიომ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

დღის ამბები