03 აგვისტო 2026,   02:47
ვრცლად
საშობაო ალილო გაიმართა ბათუმში - მსვლელობის მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ

რელიგიური ტრადიცია ბათუმში არც წელს დარღვეულა - თბილისისა და სხვა რეგიონების პარალელურად, საშობაო ალილო ბათუმშიც გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. მომლოცველებმა რამდენიმე ქუჩა საგალობლებით გაიარეს, მოსახლეობას ქრისტესშობა მიულოცეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. ტრადიციულად, შეგროვილი საშობაო ძღვენი შეჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

"მოევლინა წუთისოფელში მაცხოვარი, რომელმაც გამოიხსნა ადამიანი. დღეს სრულდება ალილოს მსვლელობა, მსვლელობის მონაწილეები განასახიერებენ მწყემსებსა და ანგელოზებს, რომლებმაც სამყაროს ახარებს ქრისტეს მოვლინება. ყველას გილოცავთ შობას უფლისა ჩვენი იესო ქრისტესი, ჩვენს გულებში იშვას ქრისტე", - აცხადებს მღვდელმსახური.

დღის ამბები