08 ივნისი 2026,   12:22
ვრცლად
"ბრალდებული სუპერმარკეტში ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა" - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის, ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 5 იანვარს ზუგდიდში ქურდობისთვის ნასამართლევი ბრალდებული, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, ხოლო მეორე თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაკავებულს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა,  სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დღის ამბები