ვენესუელაში ახალი არჩევნები მომდევნო 30 დღის განმავლობაში არ ჩატარდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ქვეყანაში ჯერ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. ახლა არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ხალხი ხმის მიცემასაც ვერ შეძლებს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის გამოჯანმრთელება", – განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუში მან აშშ-ის ოფიციალური პირების ჯგუფი დაასახელა, რომლებიც ვენესუელის მართვაში იქნებიან ჩართული, მათ შორის არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
ჟურნალისტის კითხვაზე, საბოლოოდ ვინ იქნება ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ტრამპმა მოკლე პასუხი გასცა: "მე".