რუსულმა ძალებმა კიევსა და კრამატროსკს შეუტიეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა დედაქალაქში მდებარე ოთხსართულიანი საავადმყოფო. ხანძარი ლიკვიდირებულია. თავდასხმა მოხდა კრამატორსკზეც. დაღუპულია ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები.
მიმდინარე კვირას სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებია ჩანიშნული. ზელენსკიმ ორ სცენარზე ისაუბრა.
"ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვის - ევროპაში შეხვედრები გაიმართება, რაც უკრაინის თავდაცვისა და ომის დასრულებასთან დაახლოებაში კიდევ ერთი წვლილი უნდა იყოს. უკრაინა მზად იქნება მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად, თუ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. თუმცა, უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.