მაიკ უოლცი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გაეროში აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ "ეს არ არის რეჟიმის შეცვლა, ეს არის სამართლიანობა".
"მადურო იყო ბრალდებული, არალეგიტიმური დიქტატორი, რომელიც სათავეში ედგა დეკლარირებულ ნარკო-ტერორისტულ ორგანიზაციას, პასუხისმგებელს ამერიკის მოქალაქეების მკვლელობაზე. მე ქებას ვუძღვნი ჩვენს ბრწყინვალე სამხედროებსა და სამართალდამცველებს", - აცხადებს მაიკ უოლცი.