18 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში - ნიკოლას მადურო, რომელსაც ბრალად შტატების ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანა და ამერიკისთვის საფრთხის შემცველი იარაღის შენახვა ედება, ახლა მართლმსაჯულების განაჩენის მოლოდინშია

სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი, პარლამენტის შენობა - შტატების სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვენესუელის ტერიტორიაზე, ოპერატიულმა რაზმმა - "დელტამ" წარმატებით განახორციელა. ნახევარი საათის განმავლობაში, ვაშინგტონი კარაკასის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავდა. ვენესუელის პრეზიდენტი - ნიკოლას მადურო დაკავებულია და ის შტატების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად თვითმფრინავით გადაიყვანეს.

რა ელის მადუროს? - ეს კითხვა მსოფლიო პრესაში ახლა ყველაზე აქტუალურია. შტატებში ადასტურებენ, რომ მას გაასამართლებენ. რისთვის? ნიკოლას მადუროს ბრალად ედება შტატების ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანა და ამერიკისთვის საფრთხის შემცველი იარაღის შენახვა.

ვიდრე კარაკასის ცაზე ამერიკული ბომბდამშენები დაფრინავდა, ვენესუელის მთავრობის პოზიცია - სახელისუფლებო არხის ეთერში წამყვანმა წაიკითხა. ქვეყანაში მასობრივი დაბომბვის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კარაკასი ვაშინგტონისგან, მადუროს დაბრუნებას ითხოვს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე, ვენესუელელმა თანამდებობის პირებმა შტატებისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვეს - დაცულია თუ არა ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოება. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვენესუელის პრეზიდენტის ფოტო, ის ხელბორკილებით ამერიკელ სამხედროებს ბორტიდან გადმოჰყავთ. თუმცა, ფოტოს ავთენტურობა შესაბამისი ორგანოების მხრიდან ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ცოლთან ერთად, მალე ამერიკულ სასამართლოში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდება. სასამართლო გადაწყვეტს, თუ რა სახის სასჯელი უნდა განესაზღვროს პრეზიდენტს, რომელიც ვენესუელას 13 წლის განმავლობაში მართავდა.

დღის ამბები