დონალდ ტრამპის მთავრობისგან ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვითხოვთ - ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
როდრიგესის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"დონალდ ტრამპის მთავრობისგან სასწრაფოდ მოვითხოვთ პრეზიდენტ მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს," - განაცხადა როდგირესმა.
დღეს დილით, კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარში ვენესუელის მთავრობა აშშ-ს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის საბაბით კარიბის ზღვაში გემებს ანადგურებს. გარდა ამისა, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა გააძლიერა.