საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
"ღრმად მწუხარებას გამოვთქვამ ახალი წლის ღამეს კრანს-მონტანაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ყველა დაზარალებულს. ჩვენი სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხს", - წერს მაკა ბოჭორიშვილი.