გერმანული მედიის ინფორმაციით, AfD-ის მიერ "დადასტურებულად მემარჯვენე ექსტრემისტად" კლასიფიკაციის გამო, აშშ-ის მთავრობამ გერმანელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილა.
"კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის (BfV) მიერ AfD-ის "დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტად" კლასიფიკაციის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორც ჩანს, პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესება განიხილა. აშშ-ის მთავრობის რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი იუწყება, რომ ვაშინგტონში გერმანელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ზომების მიღების საკითხზე იმსჯელეს. როგორც ამბობენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განიხილა მოგზაურობის აკრძალვები ან ფინანსური ჯარიმები პასუხისმგებელ პირებზე", - წერს მედიასაშუალება.