18 ივნისი 2026,   23:10
ვრცლად
ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ განხორციელებული განსაკუთრებული წვლილისთვის, დონალდ ტრამპს ისრაელის პრემია გადაეცემა - ბენიამინ ნეთანიაჰუ

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს მარა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა. ამერიკისა და ისრაელის პირველმა პირებმა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე, სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებზე, ირანის გადაიარაღებასა და ლიბანში "ჰეზბოლას" როლზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰამასს" განიარაღებისთვის ძალიან მცირე დრო ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 59 ქვეყანა მზადაა, ტერორისტული დაჯგუფება გაანადგუროს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ განხორციელებული განსაკუთრებული წვლილისთვის, დონალდ ტრამპს ისრაელის პრემია გადაეცემა.

"პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთი ტრადიცია დაარღვია, რამაც თავდაპირველად ბევრი გაგვაკვირვა, თუმცა დროის განმავლობაში ყველასთვის ნათელი გახდა, ხშირ შემთხვევაში, ის სწორი აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც ტრადიციის შეცვლა, ან ახალი ტრადიციის შექმნა. საუბარი ისრაელის პრემიაზე, რომელიც თითქმის 80-წლიანი ისტორიის განმავლობაში არასოდეს მიგვინიჭებია არა ისრაელელისთვის. წელს კი ეს პრემია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ განხორციელებული მისი განსაკუთრებული წვლილისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები