18 ივნისი 2026,   22:49
ვრცლად
თურქეთში ავტომობილი არხში გადავარდა, დაიღუპა სამი ბავშვი - კიდევ ერთ პირს ამ დრომდე ეძებენ

თურქეთში, შანლიურფას პროვინციის ჰარანის რაიონში, სარწყავ არხში გადავარდნილი მანქანა იპოვეს, რომელშიც სამი ბავშვის ცხედარი იყო. ავტომობილის მძღოლის სამძებრო სამუშაო გრძელდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა თოვლისა და ლიპ-ყინულის გამო ავტომობილის გაკონტროლება ვერ შეძლო და არხში გადავარდა. მათივე ცნობით, ავტომობილიდან დაღწევა ორმა ადამიანმა შეძლო, თუმცა ერთი ზრდასრული და სამი ბავშვი მანქანაში ჩარჩნენ.

შემთხვევის შემდეგ, ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და საპოლიციო ბრიგადები იყო მობილიზებული. სპეციალური ტექნიკის დახმარებით ავტომობილი არხიდან ამოიღეს, თუმცა მძღოლის პოვნა ვერ მოხერხდა. ავტომობილში 3 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.



დღის ამბები