10 აგვისტო 2026,   02:39
ვრცლად
"კომისიამ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მომხმარებელს არ გაეზრდება ტარიფი" - ენერგოომბუდსმენი

"კომისიამ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მომხმარებელს არ გაეზრდება ტარიფი," - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.

"ეს ეხება როგორც ბუნებრივი აირის, ისე ელექტროენერგიის მომხმარებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, რომ შემდეგაც შენარჩუნდეს აღნიშნული ტარიფი. მიუხედავად შენარჩუნებული ტარიფისა, კომპანიები ინარჩუნებენ ვალდებულებას, რომ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების ფარგლებში, განახორციელონ ყველა ის სარეაბილიტაციო მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც ქსელის გაუმჯობესებას ემსახურება," - აცხადებს ნინო გულეიშვილი.

დღის ამბები