"კარტელური გარიგებები და მაღალი ფასები "ქართული ოცნების" პოლიტიკას პირდაპირ უკავშირდება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ, სურსათზე არსებული მაღალი ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ფარულავა აღნიშნავს, "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასები ექნება პროდუქტს დახლებზე.
"ეს პოლიტიკა არის "ქართული ოცნების" ტრადიცია. მათთვის მთავარი იყო, შემომწირველი ჰყოლოდათ და საერთოდ არ აინტერესებდათ ფასები დახლებზე. კარტელური გარიგებები და მაღალი ფასები "ქართული ოცნების" პოლიტიკას პირდაპირ უკავშირდება. თუ ვინმეს უნდა მეტი მიზეზები ნახოს, მზად ვარ, ვამხილო", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.