ქობულეთში საახალწლო კონცერტი გაიმართა - ნაძვის ხესთან საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოსტენდები და ინსტალაციები მოეწყო.
პატარებს თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. საახალწლო კონცერტი კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.