კონცერტების სერია გრძელდება სამტრედიაში. საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები და ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ.
საღამო ქართველი შემსრულებლების გალაკონცერტით დასრულდა.