რა თქვა ტრამპმა პუტინის განზრახვებზე - ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა კიევზე რუსეთის ბოლო თავდასხმები იმას, რომ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი.
"არა, ის ძალიან სერიოზულია" - უპასუხა ტრამპმა.
"მჯერა, რომ უკრაინამაც განახორციელა ძალიან ძლიერი შეტევები და ამას ნეგატიურად არ ვამბობ", - თქვა მან. "ალბათ, ასეც უნდა მოიქცე".
ტრამპმა ასევე დაამატა: "უკრაინის ხალხს სურს, რომ ეს დასრულდეს, რუსეთის ხალხსაც სურს, რომ დასრულდეს და ორივე ლიდერსაც სურს, რომ დასრულდეს".