რუსთავის მერია 2026 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სემეკის ჩართულობით, კომუნალურ კომპანიებთან ერთად განიხილავს. რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე კომუნალურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ კომპანიებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე 2026 წლის საინვესტიციო პროექტები განიხილეს და მუნიციპალიტეტსა და კომპანიებს შორის, კოორდინირებული მუშაობის გეგმა დასახეს.