მარნეულის მუნიციპალიტეტში ქუჩების დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერს ეკუთვნის. სამუშაოები შიდა ქუჩების გაწმენდას, დაგროვილი ნარჩენების გატანასა და ტერიტორიების მოწესრიგებას მოიცავს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ, მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.