საახალწლო ღონისძიებებს ხარაგაულში, კულტურისა და დასვენების პარკმა უმასპინძლა. პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის.
დღის ბოლოს კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე.