12 აგვისტო 2026,   20:01
ვრცლად
"რითეილ ასოციაცია": მზადყოფნას გამოვთქვამთ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განვიხილოთ ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე​

"რითეილ ასოციაცია" პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასოციაცია და მისი წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე.

"ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი, მათ შორის მათი წარმომავლობა, სტრუქტურა და ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე. ასოციაციას არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი, საბანკო საკომისიოები, ასევე, რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ზრდა, რომლებიც პირდაპირ აისახება საბოლოო მომხმარებელზე.

მიგვაჩნია, რომ კერძო და საჯარო სექტორებს შორის სტრუქტურირებული დიალოგი წარმოადგენს საუკეთესო გზას არსებული გამოწვევების ერთობლივი გააზრებისა და ორმხრივი კონსენსუსის მიღწევისათვის," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები